დავით ბაქრაძე - ოთარ ფარცხალაძეს დაკითხვაზე დაბარებასაც ვერ უბედავენ

კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, პროკურატურა ჩაერთო თამაშში და ცდილობს ჩანაწერებით უპასუხოს ჩანაწერებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პროკურატურას დღეს საზოგადოების მხრიდან ნულოვანი ნდობა გააჩნია.

„ამ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს ის ფაქტი, რომ კითხვებზე და არსებულ ჩანაწერებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, პროკურატურა ჩაერთო იმავე სცენარში, იმავე თამაშში და ცდილობს, რომ ჩანაწერებით უპასუხოს ჩანაწერებს. რა თქმა უნა, ძალიან რთული დასაჯერებელი და დასადგენია თუ როდის, რა ფორმით და რა შინაარსით არის გაკეთებული ეს კონკრეტული ჩანაწერები, ხომ არ არის დადგმული მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2"-ზე წინასწარ სხვა ფარული ჩანაწერი გავიდა. ამის თაობაზე ძალიან ბევრი სამართლიანი კითხვის ნიშანი არსებობს საზოგადოებაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დაკითხვაზე დაბარებასაც ვერ უბედავენ.

„ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მთავარი აუდიტორი საჯაროდ კამერების წინაშე სცემა და დაკითხვაზეც არ ყოფილა ამის გამო მისული. ადამიანს, რომელიც ჩართულია ყველა კორუფციულ სკანდალში და ყველა ჩანაწერში, რაც ბოლო პერიოდში იყო და დაკითხვაზე არ არის მისული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, თქმით დამოუკიდებელი გამოძიებების ჩასატარებლად საჭიროა ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო