სოფო კილაძე - ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: შინაარსობრივ მხარეს და საიდან მოხვდა ისინი „რუსთავი 2"-ის ხელში

ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: ერთი - შინაარსობრივი მხარე და მეორე - საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები "რუსთავი2"-ის ხელში,"- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კილაძე ოპოზიციის მოთხოვნასაც გამოეხმაურა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამას აზრი არ აქვს, სანამ გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ დაუდია.

„ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: ერთი - შინაარსობრივი მხარე და მეორე - საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები "რუსთავი2"-ის ხელში და საიდან გამოქვეყნდა. ორივე კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. სამართალდამცავ სტრუქტურებს მოვუწოდებ - ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე და გამოძიების შედეგების შესახებ მოსახლეობას უნდა მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია. ვიდრე გამოძიების კონკრეტული შედეგი არ გვაქვს, აზრი არ აქვს არავითარ პოლიტიკურად ხმაურიან საკითხებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საგამოძიებო შედეგები საბოლოო ჯამში ეცნობოს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი, "ქართული ოცნების" ინტერესიც არის, რომ ამ ჩანაწერების ომს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას. ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის და დემოკრატიული მედიისთვის დამახასიათებელი,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალი ფარული ვიდეჩანაწერი გაავრცელა. მანამდე ტელეკომპანიამ რამდენიმე ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო