KTW ჯგუფის კიდევ ერთი ახალი ტურისტული კომპლექსი ღვინის გზაზე

20 ოქტომბერს, “KTW” ჯგუფმა, კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში ახალი „ღვინის სახლის“ კომპლექსი გახსნა, რომელიც აერთიანებს ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და გარე კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: „KTW ჯგუფის“ დამფუძნებელი - ბატონი ზურაბ ჩხაიძე, კახეთის გუბერნატორი - ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე - ბატონი ლევან მეხუზლა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - ბატონი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და აკადემიკოსი როინ მეტრეველი. მათ ისაუბრეს “KTW ჯგუფის“ ამჟამინდელი პროექტების შესახებ და წარმატება უსურვეს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

„ღვინის სახლის“ პროექტის განხორციელებას საფუძვლად უდევს „KTW ჯგუფის” უკვე არსებული და წარმატებული ობიექტების მიმართ მაღალი ინტერესი და ტურისტული ნაკადის ზრდა. აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის მორიგ ინვესტიციას, რომელიც ეთისმხრივ ემსახურება ღვინის ტურიზმის განვითარებასა და წინსვლას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პატარძეულის ღვინის ქარხნის ტერიტორია, დააგემოვნონ „KTW”-ს ღვინო, დაათვალიერონ და შეიძინონ კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქცია, დაესწრონ ღვინის დეგუსტაციას და ასევე გაეცნონ ღვინის წარმოების 8000 წლოვან ტრადიციებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში 2001 წლიდან არის ჩაბმული და მეღვინეობაში დღემდე ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის პოზიციებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა