პარლამენტის წევრებმა ყველაზე მეტჯერ ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ვიცე სპიკერის მიერ, 2017-2018 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, დეპუტატების მიერ პატიმრების მონახულების 100 ბრძანებაა გაცემული. აქედან, 71-ჯერ პატიმრების მონახულების ნებართვით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისარგებლეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ პარლამენტის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც სააგენტოსთვის გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყველაზე მეტჯერ (2017-2018 წლებში ჯამში, 25-ჯერ) შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულეს.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ვანო მერაბიშვილი 16 ჯერ მოინახულეს, აქედან ყველაზე მეტჯერ ვანო მერაბიშვილი გიგა ბოკერიამ და ოთარ კახიძემ ნახეს. ოთო კახიძე მერაბიშვილთან 2017-2018 წლებში 10-ჯერ იმყოფებოდა, ხოლო გიგა ბოკერია 7-ჯერ.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ჩვენთვის გამოგზავნილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ახალაიასთან ოპოზიციონერი დეპუტატები 5-ჯერ იმყოფებოდნენ, მათ შორის 2017 წლის 7 დეკემბერს ის გიგა ბოკერიამ, ხოლო 18 დეკემბერს გიორგი წერეთელმა მოინახულეს. რაც შეეხება 2018 წელს, ბაჩანა ახალაია 24 აპრილსა და 7 აგვისტოს ნიკანორ მელიამ ინახულა, ხოლო 20 აგვისტოს - თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ პერიოდში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბაჩანა ახალაიაზე მეტჯერ გიორგი ონიანი ინახულეს. კერძოდ, 2018 წელს ის 8-ჯერ მოინახულეს, ხოლო 2017 წელს - 4-ჯერ.

რაც შეეხება სხვა პატიმრებს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე მოინახულეს „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი. მათთან ყველაზე მეტჯერ - 11-ჯერ ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, ხოლო ერთხელ ირმა ნადირაშვილი.

ასევე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხვადასხვა დროს მოინახულეს პატიმრები: ირაკლი ჩხვირკვია, დავით მაისურაძე, ნიკოლოზ ლომიძე, კახაბერ ნაკანი, რომან შამათავა, გიორგი მამალაძე, თამარ ტალიკაძე, შიო კობიძე, გივი დაბახიშვილი, ირაკლი ჭითანავა და ამირან ჯანაშია, თამარ ფხოველიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მონახულების უფლებით ისარგებლეს შემდეგმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: სერგო რატიანმა, ოთარ კახიძემ, ელენე ხოშტარიამ, გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, თენგიზ გუნავამ, გიორგი კანდელაკმა, ნიკანორ მელიამ, გიორგი წერეთელმა, ირაკლი აბესაძემ, ირმა ინაშვილმა, თინა ბოკუჩავამ, ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით ასევე ისარგებლეს „პატრიორთა ალიანსის წევრებმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და ემზარ კვიციანმა. კერძოდ, ემზარ კვიციანმა 2018 წლის 31 ივლისს ინახულა პატიმარი მალხაზ კობაური; ირმა ინაშვილმა 9 იანვარს - თარხან გასვიანი, ხოლო გიორგი ლომიძე რამდენჯერმე ინახულა პატიმარი შიო კობიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, კონკრეტული პატიმრების მონახულების ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარისგან აიღეს მმართველი გუნდის შემდეგმა წევრებმა: დავით ჭიჭინაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ოთარ ჩრდილელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, კობა კობალაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, არჩილ ხაბაძემ, დიმიტრი მხეიძემ და ირაკლი ბერაიამ.

უმრავლესობის დეპუტატებმა სხვადასხვა დროს მოინახულეს პატიმრები: მერაბ ფერაძე, რუსუდან კერვალიშვილი, ოთარ აბესაძე, ბადრი ბეჟანიძე, გიორგი ქოიავა, გრიგოლ ბაკურაძე, სერგო ტვილდიანი, გიორგი მამალაძე, გიორგი შარაბიძე, გიორგი მიქაბაძე, შიო კობიძე, ოთარ პირველი, მირზა სუბელიანი, ლაშა მიქავა, გურამ დგებუაძე და გიორგი ალხაზიშვილი.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომიისის წევრების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას პატიმრების გამოსაკითხად, მათ პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით 5-ჯერ ისარგებლეს.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის წევრებმა ყველაზე მეტჯერ ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს