ლევან კობერიძე ფარულ ჩანაწერებზე - თუკი ახალ მტკიცებულებებსა და გარემოებებზეა საუბარი, მაშინ საჭიროა ახალი საქმე აღიძრას

მე როგორც დეპუტატი, პროკურატურისგან ვითხოვ, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ყველა საქმე დროულად იყოს გამოძიებული და გასცეს პასუხი საზოგადოებას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

კობერიძე იმასაც ამბობს, პროკურატურის მუშაობაში ძალიან დიდი ხაზვეზია, რომ დღემდე არ არის გამოძიებული ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმე.

“პროკურატურამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუკი ახალ მტკიცებულებებსა და გარემოებებზეა საუბარი, მაშინ ჩემი აზრით, საჭიროა ახალი საქმე აღიძრას. პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძიება აწარმოოს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

“რუსთავი2“ ”ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს. გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ, ”ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და ”ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ”ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე ამბობს: ”შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს რა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს