გია ვოლსკი - რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ზაზა ოქუაშვილი წამსვლელია, რომ რაღაც ფალსიფიცირება გაეკეთებინა და ამაში ლევან ყიფიანი ჩაეთრია

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ზაზა ოქუაშვილი წამსვლელია იმაზე, რომ გაეკეთებინა რაღაც ფალსიფიცირება და ამაში ლევან ყიფიანი ჩაეთრია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან უცნაურია გავრცელებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რადგან მასში არ ჩანს რაიმე ლოგიკა.

"ძალიან უცნაურია გავრცელებული ხან აუდიო ხან ვიდეო ჩანაწერები იმიტომ, რომ არ ჩანს რაიმე მწყობრი ლოგიკა, რისთვის იხდიდა ოთხ მილიონ ლარს ოქუაშვილი მაშინ, როცა სახელმწიფოსთან დავალიანება ჰქონდა 6 მილიონი. თავისი ვალისთვის მომსახურება ერჩივნა, რომ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ოქუაშვილი წამსვლელია იმაზე, რომ გაეკეთებინა რაღაც ფალსიფიცირება, წინასწარი შეთანხმება, დადგმა და ამაში ლევან ყიფიანიც ჩაეთრია. თუმცა ჩემი დასკვნები - ეს არის ემოცია და ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ინვესტიციას აკეთებს და ოთხ მილიონ ლარით არ იქნებოდა დაინტერესებული, ეს ლოგიკიდანაც გამომდინარეობს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გია ვოლსკი პასუხობს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს და ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურატურას ჯერ არ დაუკითხავს, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული საჩივარი არ არის პროკურატურაში შესული.

"იმ ვითარებაში, როდესაც არ არის კონკრეტული საჩივარი შესული, რამდენ პიროვნებასაც მე და თქვენ ვახსენებთ ფარულ ჩანაწერში, იმდენი პიროვნება რომ დაიბარონ პროკურატურაში, ალბათ, ამ საქმიანობას "ნაციონალური მოძრაობა" მოკიდებდა ხელს. მათთვის ნაცნობი საქმიანობაა. მაშინ უჩივლოს ან ერთმა ან მეორე მხარემ,"- აღნიშნა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია