ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - ოქუაშვილს რაც შეეხება, ვიდრე 3D ვერსია არ გამოქვეყნდება, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს

ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოქვეყნდება, ვფიქრობ პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში”, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატთა ნაწილის მოთხოვნას, რომ პარლამენტმა „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე იმუშაოს.

ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ საკითხზე საუბრისას ნაკლები ირონიისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, მანამდე ტელეკომპანიამ რამდენიმე აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: "ოქუაშვილს რაც შეეხება, ვიდრე 3D ვერსია არ გამოქვეყნდება, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს