გია ვოლსკი - ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი

გამოქვეყნებულ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით ერთი მხარე აცხადებს, რომ დადგმული იყო და რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ დადგმული იყო?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

“ერთი მხარე ამბობს, რომ დადგმულია - ის შეუთანხმდა, მოდი, შენ ასე მითხარი, მე - ისე... თქვენ ხელს აფარებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე ვალი აქვს. როცა 6 მილიონი ლარი ჰქონდა ვალი, ამბობს, რომ 4 მილიონს ქრთამად სთხოვდნენ. ეს 4 მილიონი ვალში გაესტუმრებინა და დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ. ეს არის რეალური მდგომარეობა“, - მიმართა ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს