ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა - ლადო არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი - ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია

მკვლელობის ღამეს ლადო გრიგალაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მის შეყვარებულს ანა ნაცვლიშვილს ვერ პოულობდნენ, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის მამამ ზაქარია გრიგალაშვილმა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა. მისი თქმით, ლადო გრიგალაშვილმა მას უთხრა, რომ ანა ნაცვლიშვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა და როგორ შეიძლებოდა მისი ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას ზაქარია გრიგალაშვილმა განუმარტა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

„ლადომ დამირეკა ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთ მეგობრებთან ერთად, ვკითხე იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა. დედამ და დამ იციან და მამას სძინავსო, მითხრა. ვუთხარი გაეღვიძებინათ მამა, რათა ვითარებაში გარკვეულიყვნენ. დაახლოებით, საათნახევარში მითხრა, ანას დედა ხშირად ურეკავდა და მის ტელეფონზე პოლიციის თამაშრომელმა უპასუხა, ანა ცუდად გამხდარა და მეხუთე საავადმყოფოში წაუყვანიათო. მე ვარკეთილში ვარო და მთხოვა მეხუთე საავადმყოფოში მივსულიყავი. ლადო ჩემი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა იქ. როცა ლადომ ტელეფონზე დარეკვა დააპირა, ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა, იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო, თემქაზე, მეშვიდე განყოფილებაში ჩაგვიყვანეს. ლადომ იქ დაახლოებით 2 საათი დაჰყო. 2 საათში ის ქალაქის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს, შემდეგ გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაკავებული, შემდეგ მოხდა ჩემი გამოკითხვა. ავტომანქანიდან ჩემი კუთვნილი დანა იქნა ამოღებული ქარქაშთან ერთად და ასევე, ანაწმენდები" , - განაცხადა ზაქარია გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, მის შვილსა და ანა ნაცვლიშვილს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ.

„ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, არა იმის გამო, რომ ის ჩემი შვილია. არამედ, იმის გამო, რომ მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ავად იყო და ანამ მჭადები გამოუცხო და ჩამოუტანა. ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსსენებს მას ვინმე დაეჩაგრა. ჯარის გავლის შემდეგ სამსახური დაიწყო, გეგმები ჰქონდა, ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფეს ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი", - აცხადებს ზაქარია გრიგალაშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ლადო გრიგალაშვილმა ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოაგდო, ზაქარია გრიგალაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

"4 წლის იქნებოდა, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ბურთი ავტოფარეხის თავზე აუვარდათ, ბურთის ჩამოტანის მომენტში, ბავშვი თავად გადმოვარდა ავტოფარეხიდან", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს