სულხან სალაძე - თეა წულუკიანი ცდილობს, სამოქალაქო სექტორზე ისაუბროს ისე, როგორც ქვეყნის დამაქცევლებზე - ეს ხდება იმ ფონზე, როცა მას ჩავარდნილი რეფორმების გამო  ვაკრიტიკებთ

იუსტიციის მინისტრის მხრიდან ერთგვარად ადგილი აქვს მცდელობას, რომ პასუხი გასცეს სამოქალაქო სექტორს იმ სამართლიან კრიტიკაზე, რომელსაც ის იღებს, - ასე ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკას, რომელიც მან კოპენჰაგენში, კონფერენციაზე გააჟღერა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი ცდება თუ ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებებით სამოქალაქო სექტორს დააზიანებს. საია-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ პირიქით, მსგავსი განცხადებები მეტ ყურადღებას გაამახვილებს და მეტ ინტერესს გადაიტანს სამოქალაქო სექტორზე, შესაძლოა არასამთავრობო სექტორს მეტი მოკავშირეც გაუჩნდეს საქართველოში, ვიდრე აქამდე იყო.

„ასეთი განცხადებები, რომელიც როგორც წესი არის დაუსაბუთებელი და თითქოს არის მცდელობა, რომ ერთგვარი პასუხი იყოს იმ სამართლიან კრიტიკაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ისმის ხელისუფლების მიმართ. დიდწილად ეს კრიტიკა იუსტიციის მინისტრზე მოდის პერსონალურადაც იმ ჩავარდნილი რეფორმების გამო, რომელზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის დაკომპლექტების დროს ჩვენ მუდმივად ვასუბრობდით, რომ თეა წულუკიანი არ უნდა ყოფილიყო განახლებული მთავრობის შემადგენლობაში. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი პასუხია დღეს და წულუკიანი ცდილობს, რომ ყველა ფორუმი, ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს, რომ სამოქალაქო სექტორზე ისაუბროს ისე, როგორც ამ ქვეყნის დამაქცევლებზე. კოპენჰაგენში გაკეთებული ეს განცხადებაც არის ახალი ეტაპი, ახალი ტალღა. აქამდე მსგავს განცხადებებს ვისმენდით ქვეყნის შიგნით, ახლა კი უკვე საერთაშორისო ფორუმიდან. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ ფორუმზე ისე არ მიიღეს განცხადებები, როგორც ქალბატონი წულუკიანი საუბრობდა. ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო გამორჩეულია, მათ შორის დიდწილად სამოქალაქო სექტორის მიმართულებით, ეს ფაქტია. ამ ფონზე კი ალბათ ვინმემ ქალბატონ წულუკიანს უნდა უთხრას, რომ საუბარი სამოქალაქო სექტორზე, როგორც მიუღებელ, ტენდენციურ, პოლიტიკური ინტერესების მქონე ორგანიზაციებზე - ეს ყველაფერი შეიძლება უფრო პრობლემური იყოს სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან და ეს ურთიერთობები არის ძალიან საქმიანი. ცუდია, რომ იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ ამ ფორმით უნდა ისაუბროს ქვეყნის გარეთაც უკვე, რომ სამოქალაქო სექტორი არის ცუდი და ყველაფერი ცუდი არის სამოქალაქო სექტორის დამსახურება ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენ ვაკრიტიკებთ მას ჩავარდნილი რეფორმების გამო“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა