დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა იზღუდება და მისი რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება

დანების რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა შეიზღუდება. გარკვეული კატეგორიის დანები ლიცენზიით და მხოლოდ მაღაზიებში გაიყიდება.

ამასთან, დანების ლიცენზირება სპეციალური კრიტერიუმებით მოხდება, რომელიც დარგის სპეციალისტებთან და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად შემუშავდა. კანონპროექტში გაწერილია სპეციალური ზომები და პარამეტრები, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის დანების რეალიზაცია დაექვემდებარება ლიცენზირებას.

კანონპროექტს შსს მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარადგენს, რის შემდეგაც უკვე მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა