გრიგოლ ვაშაძე - რამდენიმე კვირაა, ქვეყანა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა  შეძრა, თუმცა ამაზე სალომე ზურაბიშვილისგან ერთი სიტყვაც არ გაგვიგია

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 4 კითხვით მიმართავს. ვაშაძე ინტერესდება ზურაბიშვილმა რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას დათო სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს, ასევე რატომ არ გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და ა.შ.

„რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებით ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, თუმცა არაფერი, არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას რატომ არ მისცა ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულისჩამდგმელებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე არიან; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქს ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს