სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა

სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა თუ რა უპირატესობები აქვს პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რა საფრთხეებს შეიცავს უჰოლოგრამო ტელეფონების შეძენა.

პრესკონფერენციაზე სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის კომპანიის პრეზიდენტმა ჯეისონ ლიმ, დეტალურად ისაუბრა ჰოლოგრამიანი ტელეფონის შეძენის უპირატესობებზე.

სამსუნგი სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისთვის, რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან.

განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა, ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან. ასევე, სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელებზე.

სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია სამსუნგის ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის-ცენტრის მომსხურება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის-ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები და ფასდაკლებები და ისარგებლოს აქციებით, როგორიცაა მაგალითად, Trade-In და “უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

როგორც სამსუნგ საქართველოს წარმომადგენელმა შოთა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები - ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

„დღეს სამსუნგის კავკასიის წარმომადგენლობას ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც წარვადგინეთ ოფიციალური სამსუნგის განახლებული ჰოლოგრამა. ჰოლოგრამა ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, მასზე დატანილია ქართულ ენაზე „ოფიციალური სამსუნგ საქართველოსთვის“ , ფონზე გამოსახულია საქართველოს რუკა. ამ ჰოლოგრამით ვუმარტივებთ მომხმარებელს იდენთიფიცირებას სამსუნგის ოფიციალური ტელეფონებისა, რადგან მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ სმარტფონებს აქვთ ოფიციალური გარანტია სამსუნგისგან. ასევე, ეს ტელეფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური კომუნიკაციის ქსელებთან და გვყავს ასევე ადგილობრივი ინჟინერი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეპორტინგს და განახლება ხდება ძალიან სწრაფად პროგრამული უზრუნველყოფისა, რომ ყველა ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ამასთან, მომხმარებლებს, რომლებიც შეიძენენ სამსუნგის ტელეფონებს ოფიციალური ჰოლოგრამით ეძლევათ შესაძლებლობა , რომ ჩაერთონ ძალიან ბევრ საინტერესო აქციაში, ფასდაკლებაში და მონაწილეობა მიიღონ ისეთ განსხვავებულ პრომოებში, როგორიცაა, Trade In და უსაზღვრო ეკრანის გარანტია“,- განაცხადა შოთა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება იმას თუ რატომ იყენებს ჰოლოგრამას საქართველოში სამსუნგი, როგორც მარკეტინგის და პიარის მენეჯერი ეკა კვირიკაშვილი აცხადებს, მომხარებელი ჰოლოგრამით ადვილად ასხვავებს ოფიციალურ და არაოფიციალურ სმარტფონს, რაც მნიშვნელოვანია.

„სამსუნგი საქართველოში იყენებს ჰოლოგრამას იმისთვის, რომ განასხვავოს ოფიციალური ტელეფონები არაოფიციალური ანალოგებისგან. რეალურად, დიზაინი შევცვალეთ იმისთვის, რომ უფრო კარგად მოგვერგო საქართველოს ბაზრისთვის. მასზე წარწერები ქართულ ენაზეა დატანილი, წერია „ოფიციალური სამსუნგ საქართველოსთვის“, ასევე არის საქართველოს რუკის კონტური უკანა ფონად. ეს ჰოლოგრამა განთავსებული იქნება ტელეფონის ყუთის წინა ფასადზე. მომხმარებლისთვის ძალიან ადვილად იქნება იდენთიფიცირებადი ოფიციალური და არაოფიციალური სმარტფონი. ასევე, მომხმარებელს ოფიციალური სამსუნგისგან აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე მინიჭებული, როგორიცაა ოფიციალური სერვის-ცენტრის მომსახურება, ასევე გარანტია და ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს“,- განაცხადა მარკეტინგის და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას მასპინძლობდა სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული „სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის“ კომპანიის პრეზიდენტი ჯეისონ ლი, რომელსაც კითხვა დაუსვეს არის თუ არა „ზუმერი“ ოფიციალური დილერი „სამსუნგის“, რაზეც ჯეისონ ლიმ უპასუხა, რომ „ზუმერი“ არ არის ოფიციალური დილერი „სამსუნგის“.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს