ქეთევან ციხელაშვილი - ლია გიგაური არის პროფესიონალი - არ შეიძლება ადამიანი იყოს დისკრიმინირებული წინასწარ, გარკვეული მოსაზრებების თუ ეჭვების საფუძველზე

არ შეიძლება ადამიანი იყოს დისკრიმინირებული წინასწარ, გარკვეული მოსაზრებების თუ ეჭვების საფუძველზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ლია გიგაურის მის მოადგილედ დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

ასე უპასუხა ციხელაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, იმ ფონზე, რომ გიგაურთან დაკავშირებით სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად რელევანტური იყო მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე.

„ლია გიგაური არის ძალიან მაღალი პროფესიონალი თავის საქმის, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ერთად მუშაობაში. მე ვფიქრობ, რომ მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება წაადგება სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას. ის სწორედ ამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. ყველა სტრუქტურა განახორციელებს თავის საქმიანობას. სადაც არსებობს კითხვები, პასუხები უნდა გაეცეს. ვიცი, რომ ერთ-ერთ საკითხს, რაზეც კითხვები იყო, შემხვედრი სასამართლო სარჩელიც აქვს. საკითხები აუცილებლად უნდა იქნას მოკვლეული სამართლებრივ სივრცეში, თუმცა ბრალზე საუბარი ვერ იქნება და არ შეიძლება ადამიანი იყოს დისკრიმინირებული წინასწარ, გარკვეული მოსაზრებების თუ ეჭვების საფუძველზე. ჩვეულებრივი ამბავია კითხვების დასმა ალბათ და ამ კითხვებს პასუხები გაეცემა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლია გიგაური განათლების მინისტრის მოადგილე იყო, ამჟამად კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა