თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - ლადო გრიგალაშვილი ოჯახის წევრებმა ანგელოზად გამოიყვანეს,  ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი

ისე გამოვიდა, რომ ლადო გრიგალაშვილი ანგელოზად გამოიყვანეს, - ამის შესახებ მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. გარდაცვლილის მამამ ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა შეაფასა.

„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", -განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ლადო გრიგალაშვილის მამის ზაქარია გრიგალაშვილის სასამართლოზე დაკითხვას, როგორც მან დღეს განაცხადა, მის შვილსა და ანა ნაცვლიშვილს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ.

„ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, არა იმის გამო, რომ ის ჩემი შვილია. არამედ, იმის გამო, რომ მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსენებს მას ვინმე დაეჩაგრა. ჯარის გავლის შემდეგ სამსახური დაიწყო, გეგმები ჰქონდა, ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფეს ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი", - განაცხადა ზაქარია გრიგალაშვილმა.

შემდეგი პროცესი 9 ნოემბერს, 10:00 საათზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო