თურქეთის ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი - საუდელი ჟურნალისტის სხეულის ნაწილები საკონსულოს ტერიტორიაზე, ჭაში აღმოაჩინეს

თურქმა სამართალდამცველებმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის სხეულის ნაწილები საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე ჭაში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ თურქეთის ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა დოღუ პერინჩეკმა განაცხადა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰაშქაჯის სხეულის ნაწილები საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე ჭაში აღმოაჩინეს“, - განუცხადა მან გამოცემა Haberler-ს.

ოფიციალურ დონეზე ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა