ერდოღანი ხაშოგის მკვლელობაზე - ასეთი მხეცური დანაშაულის დაფარვის მცდელობა კაცობრიობის სინდისს ეწინააღმდეგება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯამალ ხაშოგის ოჯახს, საცოლეს და საუდის არაბეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული.

„ხაშოგის მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული. 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან სპეციალური მისიით ჩამოვიდა. ასეთი მხეცური მკვლელობის დაფარვის მცდელობა კაცობრიობის სინდისს ეწინააღმდეგება. თუ ერ-რიადი აცხადებს, რომ ჟურნალისტის სხეული დანაშაულის თანამონაწილემ წაიღო, მაშინ მათ ამ თანამონაწილის ვინაობა უნდა დაასახელონ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მისი ყველა თანამონაწილეც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს