იტალიის ელჩი - წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართულებით რისკები არსებობს

საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ბარტოლის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართულებით რისკები არსებობს. ამის შესახებ ანტონიო ბარტოლიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

იტალიის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორისადმი კრიტიკის გააქტიურებას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „სიმართლე ან არასწორი პოზიცია ერთ მხარეს არ არის ხოლმე“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ჭეშმარიტი დემოკრატია, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყველაფერი სრულყოფილადაა. აქ არის ძალიან დიდი მონიტორინგის მისია, რომელშიც როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისიით იტალიიდან ჩამოსული პირებიც შედიან, ასევე მისია მოიცავს პარლამენტის დელეგაციასაც. ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, რადგან ვზრუნავთ საქართველოზე და საქართველოში არსებულ დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე არსებულ პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართულებით რისკები არსებობს, ამის შედეგიც არის ძალიან მკაცრი და ხანდახან სიძულვილის ენის გამოყენებაც. პოლემიკა არის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაგრამ იცით, რომ ეს ორივე მხრიდან ხდება, რადგან სიმართლე ან არასწორი პოზიცია ერთ მხარეს არ არის ხოლმე“, - აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

მისივე თქმით, დემოკრატია საქართველოს სიმდიდრეს წარმოადგენს, რომელიც რეფორმებისა და ძალისხმევის შედეგია და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში მოექცა.

„კიდევ ერთხელ, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება ვიყოთ ფხიზლად და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესი. ვიტყოდი, რომ დემოკრატია საქართველოსთვის არის როგორც ნავთობი, სიმდიდრე, რადგან სხვა ქვეყნები ფლობენ ნავთობს, თქვენ კი დემოკრატია გაქვთ, რომელიც თქვენი მთავარი რესურსია. თავისი გეოსტრატეგიული პოზიციით, დემოკრატიითა და იმ ძალისხმევით, რაც რეფორმებში ჩადეთ, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში შედის, მაგრამ ეს დემოკრატიის შედეგია, ამიტომ ამ გზას უნდა გაყვეთ და რა თქმა უნდა, ეს არჩევნები და მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს თქვენი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია“ , - აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო