თბილისის სატრანსპორტო კომპანია „ნაცმოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს „სიცრუის გავრცელებაში“ ადანაშაულებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც სატელეფონო ჩანაწერები წარმოადგინეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს.

ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ფაქტი, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს