დავით ბაქრაძე წულუკიანის განცხადებაზე - ეს ის საქციელია, რომელსაც რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში სჩადის, როდესაც მას სახელისუფლებო კორუფციაზე აკრიტიკებენ

დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, დაუპირისპირდა არასამთავრობოებს, მედიას, ოპოზიციურ სპექტრს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კოპენჰაგენში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას, იგი საჯაროდ ეჩხუბება არასამთავრობო სექტორს.

„ეს არის ის საქციელი, რომელსაც მაგალითად სჩადის რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში, როდესაც მას აკრიტიკებენ სახელისუფლებო კორუფციაზე. დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იქამდე, რომ მას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, რომ მას აღარ აქვს არგუმენტები საერთაშორისო კრიტიკის მოსაგერიებლად და მივიდა იქამდე, რომ დაუპირისპირდა არსამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს, დაუპირისპირდა მედიას და ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა და 28 ოქტომბრის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის, რომ წერტილი დავუსვათ ხელისუფლებას და მასთან ერთად კორუფციას, მასთან ერთად უიმედობას და ჭაობს, რომელშიც დღეს ვართ და ქვეყანა მშვიდობიანად ყოველგვარი დაპირისპირების რევანშის გარეშე წავიყვანოთ წინ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა