არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში „თეთრ ხიდზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ

ქუთაისში „თეთრ ხიდზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ, - ამის შესახებ ვიდეოკადრებს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ხიდზე და როგორ არიან ჩართული სამუშაოებში.

„ზუსტად 2 თვის წინ უნდა დასრულებულიყო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება, რადგან დროში გაიწელა, დასრულება არჩევნებს უნდათ დაამთხვიონ. მუშებსაც როგორ მოუხდენიათ ჭიღვარიას საყვარელი კანდიდატის მაისურები", - წერს ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მას შენიშვნები ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხთანაც აქვს.

კომპანია „ალმა რუს საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჩიკვაიძე აცხადებს, რომ პირები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები აცვიათ მისი თანამშრომლები არ არიან.

„ეს არის ტყუილი. მაჩვენეთ ეგ ვიდეო და გეტყვით, რომ ეგ ადამიანები ჩემი თანამშრომლები არ არიან. გამორიცხულია, ჩვენ არ ვართ რაიმე კავშირში. ჩემი თანაშრომლები არ არიან ამ მაისურებით, ვიღაცამ თუ გამოიარა, მე არ ვიცი. დადიან რიგითი მოქალაქეები, ღიაა ხიდი და ვინ გაივლის მაისურით, მაგას ვერ ვაკონტროლებ. არავითარი აგიტაცია არ ხდება და არც გამოვხატავთ. არ გამხვიოთ ამ პოლიტიკურ ამბავში, ჩვენი პრობლემა გაქვს და არ ვერევით ამ ამბავში“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ.

მან ასევე ისაუბრა ხიდის გახსნის თარიღზეც და განაცხადა, რომ ხიდი თვის ბოლოს გაიხსნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

შეგახსენებთ, ხიდი 22 აგვისტოს უნდა გახსნილიყო.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში "თეთრ ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებს სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა