მაია ცქიტიშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ვიცე-პრემიერმა ელჩს მიმდინარე ტენდერებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა გააცნო და გამოთქვა სურვილი, რომ მასში მონაწილეობა ყაზახურმა კომპანიებმაც მიიღონ.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა, ასევე ისაუბრეს რეგიონული განვითარების პრიორიტეტებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახური მხარე დაინტერესებულია კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას.

„მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა