სემეკი ტარიფების შესახებ მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ტარიფების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში არ მიმდინარეობს.

სემეკის ინფორმაციით, რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გეგმიური პროცესია, რომელიც გათვალისწინებულია სატარიფო მეთოდოლოგიით.

„კომისიაში, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ 2019 წლის გეგმიური ტარიფების დადგენაზე. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 დეკემბერი.

ამ ეტაპზე, კომისიაში მიმდინარეობს კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო დოკუმენტაციის შესწავლა და იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების ანალიზი არ დასრულებულა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფებს, აღნიშნული კომპანიებისათვის ტარიფები დადგენილია 3 წლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ მიმართულებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები არ მიმდინარეობს და ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება არ განიხილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო