მამუკა ბახტაძე გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის კონტრიბუციას საქართველოში კრიზისების მართვის განვითარებისა და შესაბამისი პროფესიული ტრენინგების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კრიზისების მართვის ცენტრს, როგორც ძლიერი კოორდინაციის მექანიზმს ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა გენერალ ჯონსონის მხარდაჭერის როლი ამ სისტემის ჩამოყალიბებაში.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მაღალი დონის სტრატეგიულ „უორდროპის დიალოგს“.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესზე, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული მაკოორდინირებელი ორგანო იქნება. აღინიშნა, რომ ამ საკითხზე უწყებათაშორისი საბჭო აქტიურად მუშაობს და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, ექსპერტების რჩევებსა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს