ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იტალიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, ასევე, საგადასახადო და საბაჟო კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

საუბარი შეეხო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციების ჩადების პერსპექტივას და ამ მიმართულებით იტალიური კომპანიების დაინტერესებას.

იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს იტალიური და ქართული ბიზნესკომპანიების ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა