თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს თავდაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP), რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება.

საუბრის ერთ-ერთი თემა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის უწყებათშორისი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო.

ლევან იზორიამ და გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ კავოლიმ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებაზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ამ კუთხით აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) შესაძლებლობების განვითარებაზეც იმსჯელეს.

ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო