ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე

რუსეთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით სასამართლოში ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, დაეწყო ომი, დაეწყო შეტევა თავის მოქალაქეებზე, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ამ ქალბატონს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის ციტატების გამოყენებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

„მათ შემოგვთავაზეს ჯერ ერთი ტყუილი, თითქოს ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „ქართული ოცნების“ სტილშივე მალევე გადათქვეს ეს პოზიცია და შემოგვთავაზეს უკვე არგუმენტი. ბატონმა სერგეენკომ განაცხადა, თითქოს ბელეტრისტიკას და ამგვარ ციტატებს არ იყენებს რუსეთის ფედერაცია და მას ერთმანეთში აერია სისხლის სამართლის ტრიბუნალი და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო. ხოლო ბატონმა ვოლსკიმ პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომ ისინი პრობლემას ვერ ხედავენ იმ ბრალდებებში, რომელიც პრაქტიკულად წაუყენა თავის ნარკვევში ქალბატონმა ზურაბიშვილმა. ამ არგუმენტებს და ამ ნარკვევს ძალიან ოსტატურად იყენებს რუსეთის ფედერაცია ჩვენი ეროვნული ინეტერესების წინააღმდეგ. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რაზე არის საუბარი. რუსეთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით სასამართლოში ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, დაეწყო ომი, დაეწყო შეტევა თავის მოქალაქეებზე. ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ე.წ თათბირზე, რომლის მიხედვითაც, აგრეთვე, აბრალებს თავის ხელისუფლებას შეტევას საკუთარ მოქალაქეებზე. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინაიდან ჩვენ „ქართული ოცნება“ ამ ქალბატონს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს