გიგა ბოკერია - კატასტროფაა, როცა საქმეში, სადაც ჩვენი დევნილების დაბრუნების უფლების დავაზეა საუბარი, რუსეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია გამოყენებული

კატასტროფაა, როცა საქმეში, სადაც ჩვენი დევნილების დაბრუნების უფლების დავაზეა საუბარი, რუსეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სარჩელის საპასუხოდ წარდგენილ შესაგებელში რუსეთის ფედერაციის მიერ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამოყენებაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბოკერიამ განმარტა, წინააღმდეგობრივი ფაქტია, როცა პოლიტიკოსს უშიშროების საბჭოს ამბები გარეთ გამოაქვს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ქვეყნისთვის თავდაცვითი იარაღის შეძენა არის აგრესიისა და შურისძიების ტოლფასი.

„პირველივე დღიდან, როცა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის საზიანო, სახიფათო და სამარცხვინო განცხადება გააკეთა, ყველას, ვინც საერთაშორისო დავების ისტორიას იცნობს, გაახსენდა მაგალითი, თუ როგორ გამოიყენეს მოქმედი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. არის ავსტრალიის საფრანგეთთან დავის კონკრეტული მაგალითი, როცა პრეზიდენტის განცხადება მეორე მხარემ ეფექტურად გამოიყენა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა