ვლადიმერ კონსტანტინიდი მედიას წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

24 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შეხვედრას გამართავს მედიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ საკონსულო მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „საზოგადოების მხრიდან საკონსულო თემატიკის მიმართ მზარდ დაინტერესებას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოქალაქეთა გადაადგილების გააქტიურება, მოგზაურობის გამარტივება და სამგზავრო არეალის გაფართოება, ჩვენი მოქალაქეებისათვის გაზრდილი წვდომა ცალკეულ მიმართულებებზე (ევროკავშირის ქვეყნები), ტურისტული ნაკადების ზრდა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნიდან გადაადგილების ინტენსივობისა და მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას ემატება მსოფლიოში არსებული გამოწვევები - კრიმინალი, ტერორისტული აქტები, ტრეფიკინგი, ბუნებრივი, თუ ტექნოლოგიური კატაკლიზმები, უბედური შემთხვევები, მეკობრეობა, რაც მოქალაქეების მხრიდან საკონსულო მომსახურებასა და დახმარებაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაღალია თემისადმი ინტერესი, რასაც მედიის მხრიდან ცალკეულ საკითხებზე ხშირად დასმული შეკითხვები, სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები, ასევე მოქალაქეების მხრიდან სატელეფონო ზარებისა და ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინებების დიდი რაოდენობა ადასტურებს: მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 25 ათასამდე ზარი, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე 10 ათასამდე წერილია შემოსული.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კონკრეტულად ევროკავშირის/შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ აწარმოებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას.

მზარდი ინტერესის გათვალისწინებით სამინისტროს დაგეგმილი აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით სოციალურ ქსელებში პირდაპირი ჩართვებისა და შეკითხვა-პასუხის ფორმატის მეშვეობით.

სამინისტროს დაგეგმილი აქვს საკონსულო თემატიკის გარდა, წლის ბოლომდე, მედიასთან გამართოს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა