ანონსი  24 ოქტომბერი

24 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შეხვედრას გამართავს მედიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მის.: ჩიტაძის ქ. #4

24 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ; საარჩევნო გარემო და კანდიდატთა რეიტინგები; ფარული ჩანაწერებით ბრძოლა; ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: გუდიაშვილის ქ. #5, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, II კორპუსი, დამოუკიდებლობის დარბაზი

საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი - 599 500 137

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გახსნის.

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში აკაკი ფანჩულიძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საზოგადოების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში; ჭიორაში დაგეგმილი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი, რისკები და საფრთხეები - რას და რატომ აპროტესტებენ ადგილობრივები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, " ძალა ერთობაშია"-ს ლიდერების ორგანიზებით შეხვედრა -დისკუსია გაიმართება.

თემა: დეოკუპაცია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მის.: გ. ქუჩიშვილის ქ. N12, სასტუმრო "ვერე პალასი"

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ფარული ჩანაწერების გავრცელება, საპრეზიდენტო არჩევნები, მიმდინარე პროცესები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერა ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასება

მის: ევროპული საქართველოს ოფისი, ორთაჭალა, გულიას 1

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: რა პასუხი მიიღეს პროკურატურიდან და სასამართლოდან მალხაზ კობაურის ციხიდან გაყვანასა და ხადას ხეობაში წაყვანასთან დაკავშირებით; რა სარჩელი შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში; როდის და რატომ მიემგზავრებიან ამერიკაში და როგორია მოლოდინი საელჩოს მხრიდან.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის.: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული, საქართველოს ეროვნული ბანკი

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ურთიერთთანამშრომლობის დაწყების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: რუსთაველის გამზ. #13

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "საინიციატივო ჯგუფი" (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები) პარლამენტში (თბილისი, ზემოთა შესასვლელიდან) ბინადრობის უფლების "გაყიდვის" აკრძალვაზე 35 000 ხელმოწერას შეიტანს.

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში/იაპონური ბაღი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლებს. ცერემონიებს სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ნაოლო მაცუდაირა და ლუკას აკემი ჩაატარებენ.

საკონტაქტო პირი გიორგი თარხნიშვილი - 593 955 335

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მამა შალვა კეკელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ნარკოპოლიტიკა, მარიხუანას მოხმარების ფაქტები სკოლებში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: გენერალ კვინიტაძის 20 (სანაპიროს მხრიდან).

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია „ტოკუგავას პერიოდის სულისკვეთება“ (Spirit of the Tokugawa Era) გაიმართება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია # 115

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ბეგაძის შეხვედრა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებთან.

თემა: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მდგომარეობა საქართველოში.

თბილისი, სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, მე-6 სართული)

24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა ხუციშვილის შეხვედრა ევროპული სკოლის მოსწავლეებთან .

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“ მოქანდაკისა და მხატვრის, ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის გახსნის შემდეგ, 18:30 საათზე, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომელსაც „თიბისი არტ გალერეის“ დირექტორი ქეთევან კორძახია, არქიტექტორი ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი დავით ანდრიაძე გაუძღვებიან.

მის.: გამოფენა - თიბისი ბანკი; მარჯანიშვილის #7; მეორე სართული, „თიბისი არტ გალერეა“, დისკუსია - თიბისი ბანკი; მარჯანიშვილის #7; მეოთხე სართული, „თიბისი გალერეა“.

24 ოქტომბერს, 17:30 საათზე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით „სამეფო საგანძურის დაბრუნება - თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში ბრუნდება“. სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

24 ოქტომბერს, 18:00 საათზე პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს დედაქალაქის ამომრჩეველთან.

მის: ხორავას სახელობის დარბაზი, ლეონიძის ქ. # 11ა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა