გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით, რატომ არ იდგმება ჰააგის სასამართლოში ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ დევნილების დაბრუნების საკითხზე გამარჯვება მოიპოვოს

„ევროპული საქართველო“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართავს კითხვით, რატომ არ იდგმება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ დევნილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით გამარჯვება მოიპოვოს.

როგორც უმცირესობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგას. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ასევე უნდა გახდეს ცნობილი, თუ როგორია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია.

„საუბარია დევნილების დაბრუნების უფლების დავაზე და წარმოუდგენელია, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდეს“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს