საერთაშორისო განათლების ლიდერმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა Webster ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საერთაშორისო განათლების ლიდერმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა Webster ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. მემორანდუმს ხელი Webster -ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯულიან ჩუსტერმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ანდრო რურუამ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ორი უნივერსიტეტი ერთობლივ პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კიბერუსაფრთხოებაში შეიმუშავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯულიან ჩუსტერმა განუცხადა, მოხარულია, რომ რეგიონში ტექნოლოგიური თვალსაზრისით წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი შეფასებით, შეთანხმება ქართველი სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობაა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ორი დიდი უნივერსიტეტი გავხდით აქტიური პარტნიორები. ეს არის ახალი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, რომ მათ უკეთ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება მსოფლიო ტექნოლოგიურ სამყაროში. რეგიონთან თანამშრომლობით, ჩვენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტით დავინტერესდდით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი“, - აღნიშნავს Webster - ის ვიცე პრეზიდენტი.

ერთობლოვი პროგრამის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანდრო რურუამ განუცხადა, აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი დასტურია უნივერსიტეტის სტაბილური განვითარების.

„ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცეს, ცოდნა და გამოცდილება მიიღონ ისეთი მაღალი დონის წამყვან უნივერსიტეტში, როგორიც Webster -ია. აღსანიშნავია პროგრამის მნიშვნელობაც, ვინაიდან დღეს საკმაოდ აქტუალურია კიბერსუსაფრთხოება და ბუნებრივია, რომ ამ შეთანხმების შედეგად, სტუდენტები უფრო მაღალი ხარისხის განათლების მიღებას შეძლებენ“, - აღნიშნა ანდრო რურუამ.

მემორანდუმის გაფორმებას, ასევე, დაესწრო სპორტს, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეც, რომელმაც აღნიშნა, რომ უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობაა საერთაშორისო და მაღალი დონის უნივერსიტეტებთან. მისივე განცხადებით, ამ მხრივ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ლიდერ პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ ფორბსის უნივერსიტეტების 2018 წლის ტოპ რეიტინგში შესული ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. 2017 წელს, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ს #4 სასწავლებელი გახდა ,,ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ს 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა. ვებსტერის რეპუტაციას განაპირობებს მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემების მიერ, მისი როგორც აშშ-ს ერთერთი საუკეთესო სასწავლების წარმოჩენა. ესენია: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

კომპიუტერული მეცნიერებების სწავლების მაღალი ხარისხის გამო, ვებსტერის კურსდამთავრებულებით კომპლექტდება აშშ-ს სამთავრობო უწყებები და ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა