ლაშა ტუღუში - პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონიათ

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებ პირად პოლიტიკაში მოდის ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია და ამის მაგალითად მან პრემიერ-მინისტრის პოზიცია დაასახელა. ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ეს არის სახიფათო გადაწყვეტილება.

„შესაძლოა, თვის საქმეში კარგი იყო, კარგად წერდა ლექსებს ან კარგი თარჯიმანი იყო, ინგლისური იცის კარგად და ა.შ. ასეთ ადამიანებს, რაღაც ფუთიდან ამოიღებენ და ისინი უცბად დეპუტატებად მოგვევლინებიან. შესაძლოა, ასეთი ადამიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ასეთი ადამიანები ერთის მხრივ არიან იმ პოზიციაში, რომელშიც ვერ ფუნქციობენ. ძალიან ტექნიკური დამოკიდებულებაა. ის ადამიანები, თუ ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი შესაძლოა გვყავდეს არაპოლიტიკოსი ისეთ სიტუაციაში, როცა ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი. მე მგონია, რომ, სახიფათო გადაწყვეტილებაა. ზოგადად, ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ სისტემურად უნდა შევხედოთ სიტუაციას. შესაძლოა, მე კარგი კარგი სპეციალისტი ვიყო, მაგრამ პოლიტიკა და მით უმეტეს ასეთ სიმაღლეებზე ადამიანების გაშვება ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს არის საქართველო, ძალიან სახიფათოა. რამდენად იქნებიან ისინი ადეკვატურები, რამდენად სწორად დასვამენ აქცენტებს, ამაზე ვსაუბრობ“, - განცხადა ლაშა ტუღუშმა.

იხილეთ ვიდეო: "ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოუცდელი ადამიანები შეყაროს სასაკლაოზე, არასწორად იქცევა" - ლაშა ტუღუში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო