ბიძინა ივანიშვილი - რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა

"როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ, ცოტა უხერხულია,"- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ კითხვას, რატომ მიაჩნია ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღებ პირად, ივანიშვილი პასუხობს, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა და ამაზე საუბარი მისთვის გაუგებარია.

"მე დღეს ვცხოვრობ აბსოლუტურად ნორმალურად, ვარ პარტიის თავმჯდომარე. ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ, ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ამ პარტიას პარლამენტში აქვს უმრავლესობა, მთავრობაც პარლამენტმა დაამტკიცა, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს. შესაბამისად, პარტიის როლი არის დიდი და მე ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე და რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი? არაფორმალურობაზე რომ საუბრობთ, ეს „რუსთავი2“-ს შეუძლია და ალბათ, თქვენც აძლევთ თავს უფლებას ამაზე ისაუბროთ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა" - ბიძინა ივანიშვილი

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო