სალომე ზურაბიშვილი - მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ

მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯიპა“-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდები ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, საზღვარგარეთ მიდიან. სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები, ამიტომ ამ სფეროს განვითარებაში თავადაც იქნება ჩართული.

ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულები არიან თავიანთი გამოგონებებისთვის, ამ კუთხით წარმატებულები არიან. აქაც, ვინც არის აღიარებული, ხშირად უფრო უცხო ორგანიზაციების მიერ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ, ხშირად ისინიც მიდიან.

„ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მსურს, სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად დაეხმარება მათ ეს ფონდი. ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, სადაც ვერ ხედავენ პერსპექტივას, სადაც არ ფასდება მათი ინიციატივები, ეს ყველაზე მეტად აკლია ამ საზოგადოებას. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჩართული ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა