ბიძინა ივანიშვილი - ნახეთ, როგორ იქცევა დღევანდელი პოლიცია ბოლო მიტინგებზე, როგორი კულტურულია, იტანენ შეურაცხყოფას და როგორი დასაფასებლები არიან

ნახეთ როგორ იქცევა დღევანდელი პოლიცია ბოლო მიტინგებზე, როგორი კულტურულია, იტანენ შეურაცხყოფას და როგორი დასაფასებლები არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ზოგადად, უნდა მოვიშველიოთ ინსტიტუტები, რომლებიც აკეთებენ კვლევებს, უნდა გავაკეთოთ შედარებები. ვისაუბროთ ოქტომბერში გამოქვეყნებულ მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებზე, მსოფლიო ბანკმა გააკეთა ის და ივანიშვილი ვერ ჩააწყობდა ალბათ. ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე–19 ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. 17 ოქტომბერს უკვე მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა სხვა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ საქართველო საზოგადოების დაცულობით მე–15 ადგილზეა. „ნაციონალების“ დროს, 2012 წელს მსოფლიოში საქართველო 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანას შორის იყო. ამავე კვლევაში მკვლელობების ნაკლებობის ინდექსით ევროპის საუკეთესო 20–ეულში მოვხვდით. ასევე, პოლიციის სანდოობის ინდექსით ოცეულში მოვხვდით. თქვენი მეუღლე რომ პოლიციაში მუშაობდა გახსოვთ ალბათ როგორ დევნიდნენ და ხოცავდნენ მოქალაქეებს, ქალბატონო ეკა(კვესიტაძე), ნახეთ, გაიხსენეთ, როგორ იქცევა დღევანდელი პოლიცია ბოლო მიტინგებზე, როგორი კულტურულია. იტანენ შეურაცხყოფებს, როგორი დასაფასებლები არიან. მაფიოზურ სახელმწიფოებში შედიოდა საქართველო 2012 წელს და ეს ჩემი დაწერილი არ არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა