ბიძინა ივანიშვილი - მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2“–ში განსხვავებული აზრი შევიდეს

მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2“–ში განსხვავებული აზრი შევიდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მთელი პროგრამა, იმ პიარ–ჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ, თუ თავადაც გამოგვყვებიან, თუმცა ამის დიდი ილუზია არ გვაქვს, რადგან „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2“–ში განსხვავებული აზრი შევიდეს. თუ ამაზეც არ წამოვლენ, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მეთოდიკას კარგად. შევეცდებით დაგეხმაროთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი იმუქრება.

„ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ავუხსნით საზოგადოებას, რამდენად დიდი სიცრუეა იქ. ამის რეიტინგებს გავაკეთებთ და ეს იქნება მხოლოდ ის, რასაც ქალბატონი ეკა მუქარას ეძახის. თქვენთვის ეს შეიძლება მუქარა იყოს, რადგან სიცრუის მეტს არაფერს აკეთებთ. ჩვენ ჩავატარებთ რეიტინგებს და ვაჩვენებთ, რომ „რუსთავი 2“–ში განსხვავებული აზრი არ შედის. „რუსთავი 2“ გადაიქცა მოდელირებულად, ისევე როგორც იყო აქამდე და საზოგადოება მძევლად ჰყავთ აყვანილი, მუდმივ სიცრუეს აწვდიან, რომ დაინგრა ყველაფერი. ახერხებენ, რომ გაჭირვებულ ხალხს სიცრუე დააჯერონ. ჩვენ დავეხმარებით მათ და შეეცდებიან ესენი, რომ ამათი სიცრუე აღარ იყიდონ, თუ ამას ვერ მოახერხებენ, ასეთ შემთხვევაში შევარქმევთ სახელს, რომ გარკვეულ სექტას მოსწონს სიცრუის მოსმენა. ღმერთმა მოგახმაროთ თქვენი ტელევიზია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა