ბიძინა ივანიშვილი - მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია და იმაში, რომ ჩემს სიტყვას აქვს ფასი, ცუდი არაფერია

დღესაც მგონია, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია. ის, რომ ჩემს სიტყვას აქვს ფასი, ამაში ცუდი არაფერი არ არის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით, მას მენეჯმენტის გამოცდილება აქვს და კრიტიკულად უყურებს მთავრობას. ივანიშვილის თქმით, მას აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ძალა მხოლოდ მისი სიტყვაა.

„დღესაც მგონია, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია და მე ამ ნდობას მოსახლეობასვე უკან ვუბრუნებ. მე მაქვს მენეჯმენტის გამოცდილება, კარგად და კრიტიკულად ვუყურებ მთავრობას, მათ შორის კვირიკაშვილის მთავრობასაც. როდესაც ვნახე, რომ შეიძლება ისე გაგრძელება ძალიან ცუდად გაგრძელებულიყო, მე მომიწია მობრუნება. ის, რომ ჩემს სიტყვას აქვს ფასი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. არავითარი პოლიცია, არავითარი ჯარი მე არ გამაჩნია. ერთადერთი მე მაქვს საზოგადოების ნდობა და თუ მე ხმას ამოვიღებ, ეს ძალა მაქვს მე, მეტი არაფერი. თუ კვირიკაშვილი ვერ მოიქცა ისე, მე მას მივანიშნებდი, რომ გამოვიდოდი და ამას ხმამაღლა ვიტყოდი. დღევანდელ პრემიერთანაც არის იგივე დამოკიდებულება. პრემიერი დღეს ასრულებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსულებას. არავინ იფიქროს, რომ ყველა მინისტრი მე დავნიშნე. არცკი ვიცნობდი,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ამავე დროს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ჩაერიოს. როგორც მან აღნიშნა, თუკი მთავრობის რომელიმე წევრი თავის მოვალეობას კარგად არ ასრულებდა, ამაზე ადრე მხოლოდ ხმის ამოღების უფლება ჰქონდა, ახლა კი ამასთან დაკავშირებით, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უფრო მეტი უფლება აქვს.

„კონსტიტუციით მე მაქვს უამრავი ფუნქცია, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, მე მყავს პოლიტსაბჭო. მთელი პარლამენტი და მთელი ადგილობრივი თვითმმართველობები არიან პარტიის წევრები. მე აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გამაჩნია იმისა, რომ ჩავერიო ყველა დონეზე და უფრო კარგად ვიცოდე, რა ხდება ხელისუფლებაში. თუ ვინმე ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას კარგად, მე ადრე ამაზე მხოლოდ ხმის ამოღების უფლება მქონდა და დღეს უფრო მეტი უფლება გამაჩნია.

ჩემი შემობრუნებით ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მართვის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს და მე მაქვს ამის პრეტენზია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა