ბიძინა ივანიშვილი - თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაქსიმალურ მობილიზებას გააკეთებენ, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია, შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ბიძინა ივანიშვილისგან, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი გაიმარჯვებს, აღიარებს თუ არა დამარცხებას, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაქსიმალურ მობილიზებას გააკეთებენ, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამასთან, ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს და ყველას, არჩევნები ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება, რომ ყველაზე მინიმუმი შეასრულოს იმისა, რასაც სახელმწიფოში ცხოვრება ჰქვია და ავალდებულებს, რომ არჩევნებზე მივიდეს და მისცეს ხმა ღირსეულს.

უფრო კონკრეტულად „ქართული ოცნების მხარდამჭერებს მივმართავდი, რომელთა ნაწილიც ვერ იზიარებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას რამეთუ ის არ არის ქართული ოცნების წევრი . ეს ქალბატონი არის ძალიან ღირსეული. აღარ განვმეორედები, რომ მას აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია, ძალიან ცოტას და შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი . ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ყველა განაწყენება ძველი გადადეთ გვერდზე და კეთილი ინებეთ და ძალიან გთხოვდით, რომ მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს.

ყველა კვლევები, ყველაზე პესიმისტურიც მათ რიცხვში არსად ჩანს, რომ სალომე მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა არის ძალიან დიდი. თუ კარგ მობილიზაციას გააკეთებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, გარწმუნებთ, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

ჩვენი მოსვლის შემდეგ არც ერთ დამკვირვებელს არსად ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ ყუთში დამატებით ბარათს აგდებს. გაყალბება დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა