სოფო კილაძე - ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი „მაოხრებელი გზირობა“, როგორც ის რეჟიმები, ვისაც ბაძავენ

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ ბევრი რამ გახადა ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია საშუალებები არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა, რომელიც უნდა იყოს კრიტიკული და საქმიანი ხელისუფლების მიმართ. ხალხმა სწორი ინფორმაცია უნდა მიიღოს მედიისგან და შემდეგ თვითონ გააკეთოს თავისი არჩევანი. სწორედ ასეთი ჟურნალისტიკის საფუძველზე არის შესაძლებელი დემოკრატიული აზრის ფორმირება და ქვეყნის წინსვლა“, - აღნიშნავს სოფო კილაძე.

მისივე შეფასებით, „რუსთავი 2“-ის ერთადერთი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“ არ არის მედია, არამედ წარმოადგენს პროპაგანდის მანქანას. ადამიანებისათვის ტვინის გამორეცხვას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. ეს მეთოდი აღებულია ჰიტლერის გერმანიისგან, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირშიც ძალიან „წარმატებით“ გამოიყენებოდა. ახლა ნიკა გვარამია ცდილობს გაიმეოროს იგივე. იმას კი ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი „მაოხრებელი გზირობა“, როგორც იმათი რეჟიმები, ვისაც ბაძავენ“, - წერს სოფო კილაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს