ეკა ბესელია ივანიშვილის ინტერვიუზე - ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა

ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას ნათლად დაანახა სიმართლე და სიცრუე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

დეპუტატის თქმით, მისთვის მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმას ეხება და გუნდში გარკვეული პიროვნებების უფრო წამოწევას და თვითრეალიზებას გულისხმობს.

„ვფიქრობ, რომ ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. დღეს საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი; ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის არ სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც ჩვენ დავასრულეთ 2012 წელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ვგულისხომობ იმას, რომ საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალში და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ დღეს მაქსიმალური რეალიზება და არეალი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია