ზაზა გაბუნია - ჩვენი ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს

ჩვენი ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

ზაზა გაბუნიას თქმით, მათ ვინც დღეს ივანიშვილის ინტერვიუს აკრიტიკებს, უბრალოდ არ მოსწონს სიმართლე, რომელიც მან თქვა და რომელიც აუცილებლად უნდა ეთქვა.

„არავის დაავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარიც და ვალდებულებაც, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, რადგან ნდობა, რომელიც მას ხალხისგან აქვს, გულისხმობს მოვალეობასაც, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჰქონდეს პოზიცია. მნიშვნელვანია, რომ გუშინდელი ინტერვიუთი მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.

მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს უნარი და შესაძლებლობა იმოქმედოს ხალხის ინტერესების თანახმად.

ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით და ცილისწამებით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს და გასაგებია, რომ მათ ვინც დღეს ივანიშვილის ინტერვიუს აკრიტიკებს, უბრალოდ არ მოსწონს სიმართლე, რომელიც მან თქვა და რომელიც აუცილებლად უნდა ეთქვა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დეპუტატის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო