გარემოს დაცვის სამინისტროში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობასთან (GTZ) და არასმათავრობო ორგანიზაცია „ნაკრესთან“ ერთად ბავშვთა ნახატების გამოფენა მოაწყო. თემაზე _ „მე და დედამიწა“, შექმნილი ნახატები სამინისტროში გამოიფინა. ნამუშევრები სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნეს.;
სამი ყველაზე ორიგინალური ნახატის ავტორი ნინო მღებრიშვილი (საგარეჯო, ნინოწმინდის საჯარო სკოლა), თეო ესიტაშვილი (თელავი, ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლა) და ბუბა ვაშაკიძე (სამტრედია, დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლა) მინისტრის პირველმა მოადგილემ ლექსო მაჭავარიანმა დააჯილდოვა.
რეგიონებიდან ჩამოსულ 25 პატარა მხატვარს საჩუქრად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობისგან (GTZ) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესისგან“ საჩუქრები გადაეცათ.
სამინისტროს მეშვეობით პატარებმა ასევე თბილისის ზოოლოგიური პარკი დაათვალიერეს, რის შემდეგაც მაკდონალდსის საბავშო ცენტრს ესტუმრნენ.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებაში 174 ქვეყნის 17 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
;