კლინტონების და ობამას საცხოვრებელ მისამართებზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

ნიუ-იორკში, ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

The New York Times-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც კლინტონების ფოსტას და ამანათებს ამოწმებს. სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა ვაშინგტონში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საცხოვრებელ მისამართზეც გააგზავნა.

„ყველა ამანათს და წერილს სტანდარტული შემოწმება უტარდება. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი პროცედურები ჩატარდა. შესაბამისად, არც კლინტონებს და არც ობამას არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა. მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთანაც აღმოაჩინა“, - აცხადებენ საიდუმლო სამსახურში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა