აბაშის მუნიციპალიტეტის მერი მდინარე ნოღელაზე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სოფელ ონტოფოში, მდინარე ნოღელაზე საჭაპანე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ახალი ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.

„არსებული ძველი ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული საჭაპანე ხიდი სოფელს სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 40 197 ლარია“, -ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. სამუშაოებს ს.ს. „არქეოპოლისი“ ასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო