გიგი უგულავას ინფორმაციით, ვიქტორ ჯაფარიძეს და მის მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება გადაეცათ და მათ ვალდებულებები არ შეასრულეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საზოგადოებას დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი მეუღლის შესახებ იმ ინფორმაციას აწვდის, რომლითაც, უგულავას მტკიცებით, დასტურდება, თუ როგორ გადაეცათ მათ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და როგორ არ შეასრულეს ვალდებულებები.

გიგი უგულავას განცხადებით, არსებობს შპს „ ოლსიზენი“ რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს სახელმწიფომ გადასცა უძრავი ქონება მესტიაში და მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია ან უნდა აემუშავებინა სასტუმრო.

უგულავას განცხადებით, შპს „ ოლსიზენმა” სახელმწიფოსგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. მისივე ინფორმაციით, 2015 წელს, უკვე 26 მარტს მთავრობის განკარგულებით ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ოლსიზენის“ 30% ის მფლობელი ხოლო უკვე ამ არჩევნებზე ნათია ხვისტანი, ვიქტორ ჯფარიძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილს წირავს 50 000 ლარს.

„კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება იმისათვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო, ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომპანიას “ქართული ოცნების” მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო, რომელიც უნდა გადაეხადა ჩამოუწერა და მეტიც, წინსწრებით ინდულიგენციის მსგავსად წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებ პირგასამტეხლოს, მაინც არ გადაიხდი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, “ქართული ოცნების” დეპუტატი გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი. მე მინდა გითხრათ, რომ მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ. უკვე 6 წელი გავიდა და “ქართული ოცნების” მავნებლობა და კორუფციული ჟინი იქამდე არ წყდება, რომ ერთია მათ პირდაპირ საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის ის, რომ არაფერი არ გაკეთებულა. 6 წელიწადი შენობა ფუჭდება იმის მაგივრად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ.

მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა, მე შემიძლია გავუგზავნო ეს მასალა ხვალისთვის და მინდა მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით, არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით“, - აცხადებს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს