პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ქართული საპროდიუსერო კომპანიები AmericanFilmMarket ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების AmericanFilmMarket ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ Sarke Studio, Metro Production, 20 steps Productions, Film Asylum და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: NBC Universal, Disney, HBO, Paramount. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მექანიზმი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო