არსებული ინფორმაციით, თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა.

როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.

„რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი“, - იუწყება თურქული მედია.

თავად ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაკავების ფაქტის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა ინფორმაცია მისთვისაც ცნობილია.

„როგორც მე გავიგე, თურქეთშია დაკავებული. ინფორმაციას ვაზუსტებ“, - განუცხადა კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული. გორაძე 36 წლისაა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა