ანონსი  26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საზეიმოდ გაიხსნება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი “ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“, რომლის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კაირატ ზაკირიანოვი და საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ მატიცინი.

26 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესი გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

26 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, ილიას ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზ ,,გარდენჰოლში“, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსი ქორეოგრაფიის, ინსტრუმენტული და საგუნდო-ვოკალური მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 9 ქვეყნის (ჩეხეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი) წარმომადგენლები. კონკურსის მონაწილეთათვის ასევე გათვალისწინებულია მასტერკლასების ჩატარება ცალკეული მიმართულების პროფესიონალთა მიერ.

მის.: ჩუღურეთის რაიონი, აღმაშენებლის გამზ. #73

საკონტაქტო პირი ხათუნა ჩარკვიანი - 599565692

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია „ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები“.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.

საკონტაქტო პირი ლიზა ერქომაიშვილი - 595 74 64 40

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული.

საკონტაქტო პირები: თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამრიკო იაკობაძე - 557 38 08 09; ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ სანიკიძე - 593 338 046

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

26 ოქტომბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნები; ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ; კვლევები; ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პრცესები და ძიუდოისტების პროტესტი ახალ პრეზიდენტს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

26 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველბის“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნები; კვლევები; რა იქნება დაპირებული 1 წლის შემდეგ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

მის.: დ. აღმაშენებლის #61

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: პარლამენტში შესული ინციატივა, რომლითაც ელექტროსიგარეტზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. რა გავლენას ახდენს ელექტოსიგარეტი ჯანმრთელობაზე. ცვლილებები "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში". როგორია აღნიშნული კანონის აღსრულება. მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 ოქტომბერს,12.30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ბრიფინგი.

თემა: მიმართვა ამომრჩეველს.

მის: გულიას #1

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც მოხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში მომზადებული სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.

მის.: შ. დადიანის ქ. #2/1

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გენერალი გიორგი შერვაშიძე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის პრესსპიკერი „2020NEWS“-ის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: გიორგი შერვაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რას ელოდება გენერალიტეტი საპრეზიდენტო არჩევნებისგან.

მის.: პეკინის ქ. #34, საბურთალოს „ბიზნესცენტრი“, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი ლელა ებრალიძე - 599 19 71 00, 514 33 49 49

26 ოქტომბერს, 15.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის ბრიფინგი.

თემა: წინასაარჩევნო გარემო

26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი ადვოკატთან, მაია ქავთარაძესთან ერთად „2020 NEWS“-ის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: პეკინის ქ. #34, საბურთალოს „ბიზნესცენტრი“, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი ეკუნა ლემონჯავა - 577 17 18 20, 514 33 49 49

26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რუსთავში ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი შეხვდება.

თემა: რუსთავში მედიაციის ცენტრის გახსნა.

მის.:რუსთავი, რუსთაველის ქ. #30ა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“

საკონტაქტო პირები: თორნიკე რაზმაძე - 558132241; ელდარ პირმისაშვილი - 558 445566

26 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინივერსიტეტს საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის „UniMan“–ის დირექტორი სოფი სილვესტრი და ქალაქ ნიმის ფილიალის დირექტორი დამიენ ჰამპარტზოუნიანი ეწვევიან, რომლებიც პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის" სტუდენტებს ფრანგულ დიპლომებს გადასცემენ.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკის ცისფერი დარბაზი.

26 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მის.: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. #7

საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 13 99 14

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის მხარდაჭერით „თბილისის არქიტექტურის ბიენალე“ გაიხსნება.

მის.: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. #59, დასწრება თავისუფალია.

26 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და კულტურის ცენტრში გასამართი ღონისძიებების განრიგი

14:00-15:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ქართულ - აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები - ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება“ (საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული და ქართულ-აზერბაიჯანული ჟურნალის „სხივი“ მთავარი რედაქტორი ელზადა გასანოვა)

14:00-15:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; „ქართული ანბანი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ (სრულიად რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, ამავე საზოგადოების განათლების კომიტეტის თავჯდომარე - პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი)

14:00-15:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში“ (ფოტოხელოვანები იური მეჩითოვი და მაია დეისაძე)

15:45-16:00 საათზე, ბოლნისის კულტურის ცენტრი: რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Cofee Break“ ჩვენება.

16:00 – 17:00 საათზე, ბოლნისის კულტურის ცენტრი: მუსიკალური კონცერტი - ჯგუფის „ქიმერა“ მონაწილეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა