გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ბიძა ერთ-ერთ ვერსიად წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას განიხილავს

გორში გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ბიძა მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას განიხილავს. მისი თქმით, ოჯახის წევრები ასევე ერთ-ერთ ვერსიად კვლავ განიხილავენ ავტოსაგზაო შემთხვევას. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს, მანამდე არაერთხელ ჰქონდათ დათვალიერებული, რაც იმის ვარაუდის საფუძველს აძლევთ, რომ ამ ადგილზე ცხედარი მოგვიანებით მიიტანეს.

გარდაცვლილის ბიძა იმასაც ამბობს, რომ გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული. „ამ ქუჩაზე დამონტაჟებულია ორი სათვალთვალო კამერა, მაგრამ ბავშვი არც ერთი კამერის ჩანაწერებში არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ ვიდრე ამ ადგილამდე მივიდა, მანამდე შეემთხვა რაღაც. კარგად გაშიფრონ ამ კამერების ჩანაწერები და ზუსტად ნახონ, დღის ამ მონაკვეთში რა მანქანებმა გაიარა. ვფიქრობ, რომ შეიძლება მანქანა დაეჯახა, ვერ გადაარჩინა ბავშვი და მერე აქ დააგდო. მაგრამ არის მეორე ვერსიაც, თქვეს, რომ ბავშვს თავზე ცელოფანი აქვს ჩამოცმული და ფეხებიც შეკრული აქვს. ამ საქმის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ხალხი ჩვენ გვერდით დადგება. ალბათ ესეც იფიქრეს, ესეც იცოდნენ და იქნებ მაგიტომ გააკეთეს, რომ ხალხი არჩევნებზე აღარ მივიდეს და არც იმას დაუჭიროს მხარი და არც ამას“, - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია